პოლიტიკა

ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

04.02.21 14:20


პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.

მის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა - „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა, ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა.

 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა 29 იანვარს გადაწყვიტეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები