პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის

04.02.21 15:00


გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ , – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადება.

 

საუბარია განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციიდან არავინ შესულა საქართველოს პარლამენტში ოთხი გვამის გარდა, რომლებიც თავდაპირველად გაიყიდნენ და ეს საარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც ცნობილი ფაქტი იყო.

 

მამუკა მდინარაძის თმით, ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ადგილი აღარ არის.

 

„ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა და ბულინგზე მეტი. ვიდრე მას შეეძლო, ადამიანებს ფიზიკურად კლავდა და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას.

ფიზიკურად მკვლელობის საშუალება აღარ აქვს. ამ გვამების ხსენებას თავი დაანებონ, რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა, თქვენ რომ მისი ნათქვამი არ გეხენებინათ ჩემთვი, მაგრამ ის დიდი ხანია, პოლიტიკური გვამი გახდა. ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგია არის, მხოლოდ მას შეუძლია, თქვას. მის საპასუხოდ ვამბობ მხოლოდ. ფიზიკური მკვლელობებიდან პოლიტიკური მკვლელობის მცდელობაზე გადავიდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები