პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მომწიფდა დრო, როცა პარტიული პროტესტი სამოქალაქო პროტესტს უნდა შეუერთდეს

08.02.21 17:20


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით დროა ოპოზიციური პარტიების პროტესტი სამოქალაქო პროტესტს შეუერთდეს. 

 


„რაღაც მომენტში დგება აუცილებლობა, ღიად პარტიული პროტესტს დაწყებისა და მე პირადად, ვთვლი, რომ უკვე მომწიფებულია დრო, რომ ამ ფაზაზე გადავიდეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

მისი თქმით, პოლიტპატიმრების თემაზე პოლიტიკური სპექტრი საერთაშორისო ასპარეზზე ახალ ფრონტს გახსნის და პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური დევნის საკითხზე ახალი ენერგიით იმუშავებს.

 

„გიორგი რურუას გათავისუფლება დიდი თამაშის წესის შეცვლის საკვანძო საკითხია.

ვადამდელი არჩევნების რომც ჩაინიშნოს, პოლიტიკური დევნის საკითხზე საერთაშორისო ასპარეზზე ცალკე ფრონტი იქნება გახსნილი. გვესმის კარგად, რომ ეს არის ერთადერთი გზა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ეს საკითხი პარლამენტში შესვლისგან. ვაპირებთ საერთაშორისო ფრონტზე ახალი ფაზის გახსნას გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმების საკითხზე“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები