პოლიტიკა
09.02.21 10:30
ჩვენ არ გვჭირდება ადრეული არჩევნები საქართველოში, მე ვარ მკაცრად წინააღმდეგი რიგგარეშე არჩევნების, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
ევროპარლამენტარის განცხადებით, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშაონ, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში.
„საქართველოში ჩატარდა არჩევნები, დადგა შედეგი და მე რომ ვიყო ამომრჩეველი, მოლოდინი მექნებოდა, რომ ჩემი ხმა არ იყოს დაკარგული. ამიტომ, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრზეა დამოკიდებული, რომ შევიდნენ პარლამენტში, აიღონ მანდატები და იმუშაონ, რომ საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ არ გვჭირდება ადრეული არჩევნები საქართველოში.
საქართველოს მოსახლეობა ელოდება პარლამენტში მუშაობის დაწყებას“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთავაზებები ჰქონდეს ოპოზიციის მიმართ, თუმცა ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგია საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების.
„კომპრომისებია საჭირო. ჩვენი ელჩი ამერიკის ელჩთან ერთად უძღვებოდა დიალოგის პროცესს, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან აღმოჩენილიყო. მედიაციის პროცესის თვალსაზრისით, მე ვარ წამყვანი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მსჯელობისას და მე პირადად ჩავერთვები, მხარს დავუჭერ ელჩს და ყველა სხვა მომლაპარაკებელს, განსაკუთრებით, როცა პანდემია დასრულდება. ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პასუხისმგებლობა აქვს, რომ შეთავაზებები ჰქონდეს ოპოზიციის მიმართ. რა შეიძლება ეს იყოს, აქედან ვერ გეტყვით, მაგრამ არსებობს თემები, საკითხები, რომელიც ოპოზიციას დააინტერესებს, მაგრამ მე ვარ მკაცრად რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ფონ კრამონმა „ტვ პირველის“ ეთერში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24