პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

09.02.21 10:45


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც ანრი ოხანაშვილი განმარტავს, მათთან თანამშრომლობით კომიტეტი სამოქმედო გეგმას დაამტკიცებს.

 

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ასევე მოისმენს ​თანამშრომლობის კუთხით კონკრეტულ შემოთავაზებებს.

 

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რჩება ერთ-ერთ მთავარ წამყვან კომიტეტად და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მოუწევს ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, იქნება ეს, მაგალითად, საარჩევნო საკითხების მიმართულებით, თუ სხვა ცვლილებები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესი გველოდება ჩვენ წინ, გველოდება არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლებიც უკავშირდება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებს. მე ამ ეტაპზე დეტალური საკითხების განხილვისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდგომ, მათგან იდეების მოსმენის შემდგომ ჩვენ დავამტკიცებთ კომიტეტზე სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები