პოლიტიკა

კახა კუჭავა განმარტავს, რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები

09.02.21 11:45


რადგან არის მოლაპარაკებები, მათ თავიანთი მოსაზრებები მოლაპარაკებების დროს უნდა თქვან, ცალსახად განცხადებების გაკეთება არაფრის მომცემია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ოპოზიციაზე საუბრის დროს განაცხადა.

 

„რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ამაზე ძალიან მარტივი პასუხია, რომელიც მანამდეც გავეცით - თუ დადასტურდება ერთი პროცენტით გადახრაც კი, ჩვენ მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნები დავნიშნოთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

მამუკა მდინარაძემ კი გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მხარდაჭერას უცხადებს საარჩევნო რეფორმას. მისივე განმარტებით, მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც, თუმცა მისი თქმით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები