პოლიტიკა

ერთ-ერთი საკითხია, რომელიც განიხილება — მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანის მინისტრობაზე

09.02.21 12:20


ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის დეპუტატის, თეა წულუკიანის მინისტრობა ერთ-ერთი საკითხია, რომელიც განიხილება.

 

"ჩემმა გუნდის წევრებმა რახან დაადასტურეს, მეც იგივეს გავაკეთებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ არის. ეს დამოკიდებულია თვითონ კონკრეტულ ადამიანზე, შემდეგ გუნდზე, მის სურვილზეც, რა თქმა უნდა. ადამიანი მისი სურვილის საპირისპიროდ არ უნდა განიხილო რაღაც პოზიციაზე. ჯერ-ჯერობით, ჩვენ ამაზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია. მოვისმენთ მის პოზიციასაც და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები