პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

19.05.16 21:45


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც ”ინტეპრესნიუსს” ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, მხარეებმა პრაღის ფორმატში შემდგომი შეხვედრის დღის წესრიგი განიხილეს.

”მომავალ შეხვედრაზე გვექნება საუბარი იმ თემებზე, რაც ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე”, - განაცხადა აბაშიძემ.
პრაღის დიალოგის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს გაიმართება.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები