პოლიტიკა

ვენდი მორტონი: მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება

15.02.21 12:00


დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრი, ვენდი მორტონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე საქართველოში თავის პირველ ვიზიტზე წერს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობა სულ უფრო ძლიერდება.

 

„არაჩვეულებრივია, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება“, - წერს ვენდი მორტონი.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები