პოლიტიკა

დავით სერგეენკო ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

15.02.21 13:20


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს. დავით სერგეენკომ უცხოელ დიპლომატს მიმდინარე საპარლამენტო პროცესებზე ინფორმაცია მიაწოდა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

 

„ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ეს არ იყო მხოლოდ გაცნობითი შეხვედრა, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე და კონკრეტულ მიმართულებებზე გვემსჯელა, როგორიც არის პანდემიის გამოწვევები და სოციალური პოლიტიკა, რომელიც პანდემიის დროსაც და მის შემდგომ პერიოდშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯებსა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზეც ვიმსჯელეთ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები