პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

15.02.21 17:40


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იაპონიის ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 


უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს. ყურადღება გამახვილდა, როგორც პოლიტიკური ასევე, ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე. ასევე, ისაუბრეს კულტურული გაცვლების აუცილებლობაზე, სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს და იაპონიის პოლიტიკის კოორდინირებაზე მათ შორის, საგარეო პლატფორმებზე და ისეთი ახალი დღის წესრიგის საკითხებზე, როგორიცაა პანდემიასთან ბრძოლა, კლიმატის ცვლილება, ადამიანური უსაფრთხოება და გენდერის საკითხები.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

 

„იაპონიის საელჩო შეგვპირდა, რომ გვიშუამდგომლებს, რათა ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის კონტაქტი შედგეს, რის შემდგომაც ვიზიტები დაიგეგმება“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ, დიპლომატს მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის განხორციელებისთვის.

 

ინფორმაციისთვის, იაპონიის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები