პოლიტიკა

"ოცნება" მოქმედებაზე გადადის - მმართველი პარტია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებას აპირებს

15.02.21 18:00


ივანიშვილის ხელისუიფლება ოპოზიციონერ ლიდერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას კიდევ ერთხელ და ისევ იმავე მიზეზით უპირებს - ოცნებას ისევ სურს, ენმ-ს თავმჯდომარე გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ეტაპობრივად დაშალოს.


მიუხედავად ოპოზიციური ერთობის ლიდერების მწვავე განცხადებისა, რომლებიც მელიას დაკავების შემთხვევაში რადიკალურ ნაბიჯებს აანონსებენ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს იმ შემთხვევაში არ დაიჭერენ, თუ ის დაემორჩილება კანონს და გირაოს თანხას გადაიხდის:

 

"როგორც იცით დღეს საქართველოს პარლამენტის ბიუროზე გადის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

 

ხვალ დილიდან კი, აღნიშნულ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავენ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები, რომელთა დასკვნებიც წარედგინება პარლამენტს პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 

ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო, დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით, მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება.

 

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება - არ დამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია.

 

ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაციაა და ქვეყანაში არსებული არეულობის მოწყობის და საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 ნოემბერს, აქციაზე ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო სასამართლომ მას 40 ათას ლარიანი გირაო დააკისრა. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს ხარკს არ გადაუხდის და ამ ბრძოლაში უკან არ დაიხევს. ხვალ კი საპარლამენტო უმრავლესობა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ციხეში მის ხელმეორედ გაშვებაზე იმსჯელებს.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები