პოლიტიკა

მოძრაობა „საქართველოსთვის" პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს

16.02.21 10:15


მოძრაობა „საქართველოსთვის" პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს.

ორგანიზაცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღეს პარლამენტში ნიკა მელია მისვლას არ აპირებს.

ამ წუთებში პარლამენტში საპროცედურო კომიტეტის სხდომა იწყება და იმ შემთხვევაში თუ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას, ამის შემდეგ, საკითხზე პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ, სადაც პროკურორი დეპუტატებს საქმის მასალებს კიდევ ერთხელ გააცნობს.

 

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

 

„პოლიტიკურად მოტივირებული საქმის გირაოს გადახდას არ ვაპირებ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. პროკურატურამ პარლამენტს მის დასაპატიმრებლად შუამდგომლობაზე თანხმობა სთხოვა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები