პოლიტიკა

"გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, ჩემი ფეხით ციხეში არ შევალ"- ნიკა მელიას მიმართვა

16.02.21 10:45


"გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, ჩემი დაკავება შეუძლებელია... ჩემი ფეხით ციხეში არ შევალ" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მალია.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ უფლებამოსილებას შეუწყვეტენ, თუმცა ვერ დაიჭერენ.


"დავუშვათ შევსულიყავი პარლამენტში და ზურგი შემექცია ასი ათასობით მხარდამჭერისთვის, ვყოფილიყავი ელისაშვილის გვერდით შიგნით, შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას?! რა თქმა უნდა, არა. მეტიც, რომ მეთხოვა რაიმე, სიამოვნებით გააკეთებდნენ.


რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ. გავრილოვოს გამო არცერთი მოქალაქე არ შეიძლება დაიჭირონ.

 

მიაჭერინებენ დღეს ღილაკს, მაგრამ მერე დაურეკავენ მურუსიძეს და დაავალებენ არ დამიჭირონ, რადგან ხელისუფლება თავზე ჩამოგვენგრევაო. ვერ დამიჭერენ და ამას ნახავს ყველა დღის ბოლოს, ან ხვალ."- ამბობს მელია.


პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე პარლამენტი მსჯელობს.


ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები