პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

16.02.21 11:15


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.

 

„ვინაიდან მე ვუხელმძღვანელებ საქართველოს პარლამენტის ავსტრიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს, ჩვენ ერთმანეთს გავაცანით ის სამომავლო გეგმები, რა მიმართულებებითაც ვაპირებთ თანამშრომლობას. ავსტრია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ბატონ თომას მიულმანთან ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა და მჯერა, რომ ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები