პოლიტიკა

ნინო წილოსანი საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა

16.02.21 12:40


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს, ძირითადი ყურადღება კი აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.

 

„ერთმანეთს ის საკითხები და პრიორიტეტები გავაცანით, რომლებზეც ერთი მხრივ კომიტეტი, მეორე მხრივ, საფრანგეთის მთავრობა მუშაობს. მოხარული ვარ, რომ მრავალი გადაკვეთის წერტილი ვნახეთ. ის ბიზნესწარმომადგენლობა და საექსპერტო ჯგუფები, რომლებიც აგრარული მიმართულებით მუშაობენ ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი რესურსია იმისთვის, რომ ურთიერთთანამშრომლობით ევროპული სტანდარტები მივიღოთ და დავნერგოთ. შეხვედრაზე ყურადღება დავუთმეთ ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას განათლების სექტორში აგრომიმართულებით. საუნივერსიტეტო დონეზე ეს კავშირები არსებობს და ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები სამომავლოდ სტუდენტების გაცვლითი პროგრამების მეშვეობით. ბუნებრივია, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, რაც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს სხვადასხვა, მათ შორის, აგრარული სექტორის მიმართულებით. შესაბამისად, დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები