პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

16.02.21 13:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდეს შეხვდა.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

 

„არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ან ლინდეს ვიზიტი სოლიდარობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას, შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, ეუთოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, შვედეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარე სტუმარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც ესაუბრა. საუბარი ასევე, შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს და მის მნიშვნელობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები