პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას ვერ დააპატიმრებენ, ეს საქმე არც ისე იოლია, როგორც ამას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხატავენ

16.02.21 14:20


“ნიკა მელია არ იხდის გირაოს, ნიკა მელიას ვერ დააპატიმრებენ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.



მისივე თქმით, პარლამენტის გადაწყვეტილება მელიას ავტომატურად დაპატიმრებას არ ნიშნავს.

 

“ნიკა მელია არ იხდის გირაოს, ნიკა მელიას ვერ დააპატიმრებენ. ეს როგორ განხორციელდება, ვნახავთ. პარლამენტის გადაწყვეტილება არ ნიშნავს ნიკა მელიას ავტომატურად დაპატიმრებას. ეს საქმე არც ისე იოლია, როგორც ამას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხატავენ. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა ძალიან გაუჭირდებათ”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები