პოლიტიკა

მოგმართავთ გავრილოვის ყველა მსახურს, ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას! - ხატია დეკანოიძე

16.02.21 14:40


"ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას" - ასე მიმართავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მმართველ პარტიას.

 


"მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, უფრო სწორად გავრილოვის ყველა იმ მსახურს, რომლებიც ახლა პარლამენტის შენობაში არიან შეკრებილები, ვერცერთ შემთხვევაში, ვერ გაბედავთ და ვერ დააკავებთ ნიკა მელიას.

 

გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გავრილოვის მითითებებს სამარცხვინოა ეს, ასრულებენ ოკუპანტის, კერძოდ გავრილოვის, პუტინის, ლავროვის და ა.შ მითითებებს, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები, ყველა ის ადამიანი ვინც 20 ივნისს აპროტესტებდა გავრილოვის ჩამობრძანებას და წამოსკუპებას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, ვაცხადებთ ღიად - არ არსებობს მექანიზმი, რითაც შეძლებენ ნიკა მელიას წინააღმდეგ აღასრულონ ის მახინჯი კანონი, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს" - აცხადებს დეკანოიძე.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები