პოლიტიკა

„კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან“ - სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე

16.02.21 15:40


საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი განაცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, ისინი კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან.


„ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაკეტვას და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა 20 ივნისს.“ - აცხადებს იგი.

 

სუბარის თქმით, მელიას საკითხთან დაკავშირებით, რადიკალურ ოპოზიციას უარგუმენტო პოზიცია აქვს და მიმდინარე პროცესებში გავრილოვისა და რუსეთის ფაქტორი დაიხმარეს.

 

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გამოწვევას. მათი პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად, კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან, საქართველოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მართლმსაჯულება ყველა ადამიანის მიმართ თანაბრად აღსრულდება.“ - აცხადებს სუბარი.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები