პოლიტიკა

“ევროპელმა სოციალისტებმა“ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ თავი შეიკავეს

16.02.21 16:20


დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხის მხარდაჭერისკენ “ევროპელ სოციალისტებმა“ თავი შეიკავეს. დეპუტატებმა - ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა და გელა მიქაძემ კენჭისყრის პროცედურის წინ რეგისტრაცია გაიარეს, ისინი სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა საკითხს არც მხარი დაუჭირეს და არც წინააღმდეგ მისცეს ხმა.

 

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს.

 

შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები