პოლიტიკა

თეა წულუკიანი ელისაშვილს: ბეჭი არ ამოიგდოთ, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ

16.02.21 16:40


მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-ზე წერს.

 

უმრავლესობის წევრმა ალეკო ელისაშვილს დილეტანტი უწოდა.

 

„ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!“, - წერს თეა წულუკიანი.

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა: „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.

 

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ ჩემი ხელფასი გადავურიცხო“, რაზეც ნიკა მელიამ უპასუხა: „ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან - აგიღებ და გამოგიტან გარეთ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები