პოლიტიკა

ოცნებას კომპლექსები ტანჯავს... მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს - უგულავა

16.02.21 17:00


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი. მისი შეფასებით, ოცნებას ტანჯავს კომპლექსი, ბიძინას წასვლის შემდეგ ხალხს არ გაუჩნდეს განცდა, რომ ვინმეს დაჭერა არ შეუძლიათ:


"ახლა ვნახოთ, როგორ არის ძირგამომპალი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ არის გამოხრული ბიძინა ივანიშვილის მიერ, კარგად გამოჩნდება.

 

ჩვენ ვნახეთ ერთპარტიული პარლამენტი, მანქურთებით დაკომპლექტებული, ძალიან ტყუილად ცდება იქ ბევრი, რომელიც თვლის, რომ "მე არაფერ შუაში ვარ, ხომ გესმით". არა მეგობრებო, არავის არ ესმის ორპირობა, ორგულობა, ეს სიბინძურე და საზიზღრობა, რასაც ჩადიხართ, ისე არ იქნება მერე რა მოხდა, ყველას მოგეკითხებათ!

 

მოვლენ საჩხუბრად?! ვისაც ძალა ერჩის, უნდა იჩხუბოს, სხვა გზას არ ტოვებს, კანონიდან გავიდა ეს ხელისუფლება, ჯანსაღი აზრის ფარგლებიდან გავიდა.

პარლამენტში რომ მანქურთები არიან, მოსამართლეები უარესები არიან.

 

მოვიდნენ, სახეაფარებული პოლიციელები მაინტერესებს. გაიხსენეთ "ბერკუტელების" ბედი, ტყუილად გგონიათ, რომ ხელისუფლებას კიდევ დავჭირდები და ჩვენ ყველას დავჭირდებით.

 

ამათგან ყველანაირი სიგიჟეა მოსალოდნელი, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად. სუსტები არიან, ყველაზე საშინელი მდგომარეობა აქვთ, ტანჯავთ კომპლექსი, ვაი და ახლა ბიძინა წავიდა და ხალხმა არ იფიქროს ჩვენ კაცს ვერ ვიჭერთო. ამ კომპლექსის გამო მოვიდა ხელისფულება ამ საგიჟეთამდე", - განაცხადა უგულავამ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის მანდატის გაუქმების საკითხს უყარეს კენჭი და სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები