პოლიტიკა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერში“ წერს

16.02.21 17:40


ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

 

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა.

 

„გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთო-ს პრინციპების დაცვის და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით“, – აღნიშნავს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები