პოლიტიკა

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

17.02.21 10:00


პარლამენტი დღეს, 17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენს. ცქიტიშვილი სესიაზე მუშაობის ანგარიშს წარადგენს.

 

“მინისტრის საათი“ წელიწადში ერთხელ, მთავრობის წევრების პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

 

2021 წელს აღნიშნულ ფორმატში მინისტრებს შემდეგი განრიგით მოუსმენენ: შინაგან საქმეთა მინისტრი - 2-5 მარტი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - 16 – 19 მარტი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - 13-16 აპრილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - 27-29 აპრილი; თავდაცვის მინისტრი - 11-14 მაისი; ფინანსთა მინისტრი - 8-11 ივნისი; საგარეო საქმეთა მინისტრი - 7-10 სექტემბერი; იუსტიციის მინისტრი - 21-24 სექტემბერი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - 30-3 დეკემბერი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - 14-17 დეკემბერი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები