პოლიტიკა

თბილისსა და მის შემოგარენში ინტენსიურად თოვს

17.02.21 10:15


დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებული თოვა ამ დრომდე გრძელდება. ინტენსიური თოვის გამო დასუფთავების სამსახურის ბრიგადებმა ტექნიკური მარილის დაყრა თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დაიწყეს.

იწმინდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი.

 

ტექნიკური მარილი დასუფთავების სამსახურმა წყნეთის, ბეთანიის, ტაბახმელასა და კოჯრის საავტომობილო გზებზე დაყარეს. ძლიერი თოვის გამო ავტომობილები ფრთხილად, თუმცა შეფერხების გარეშე გადაადგილებიან. თბილისსა და მის შემოგარენში, თოვლის მიუხედავად, გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები