პოლიტიკა

გიორგი ხანიშვილი: ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები

17.02.21 10:45


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  


უწყების ცნობით, შეხვედრაზე სასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

 

ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ პოტენციალსა და პრიორიტეტული დარგების განვითარებაზე.

 

აღინიშნა, რომ სახელმწიფო წელსაც განახორციელებს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მასშტაბურ ღონისძიებებს, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობა.

 

„2020 წელი, იმერეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში, აგრარულ სექტორში წარმოების თვალსაზრისით, წარმატებული იყო. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო გავზარდოთ როგორც ადგილობრივი აგროწარმოება, ისე ექსპორტის მაჩვენებლები“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

პრესსამსახურის ცნობით, ზვიად შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონისთვის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

ინფორმაციისთვის, შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა.

 

ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, იმერეთის რეგიონში, ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები