პოლიტიკა
17.02.21 11:00
საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს და მე ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას მიმდინარე წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ამერიკის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, უსაფრთხოების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპაციის, მათ შორის, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების საკითხებს.
როგორც სუს-ში განმარტავენ, გრიგოლ ლილუაშვილმა და კელი დეგნანმა ხაზი გაუსვეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებების ფაქტებს, განიხილეს კონკრეტული ინციდენტები, მათ შორის ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტი.
„მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვქონდა განგვეხილა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლო დროს მომხდარი ცვლილებების ფონზე, რეგიონი უაღრესად დინამიკურია.
ვისაუბრეთ იმ აგრესიაზე, რომელსაც საქართველო, რუსეთის მხრიდან, ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე ხედავს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა დაკავების საკითხზე, კიბერთავდასხმებსა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24