პოლიტიკა

ხოშტარია მელიას დაკავებაზე: ეს ის სისასტიკეა, რაც დაგვიანონსა ღარიბაშვილის ხელით ივანიშვილმა

23.02.21 10:45


ეს ის სისასტიკეა, რაც დაგვიანონსა ღარიბაშვილის ხელით ივანიშვილმა - ასე ეხმაურება ელენე ხოშტარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.


"ბიძინა ივანიშვილმა მორიგი უდიდესი გამოწვევა გაუკეთა ქართველ საზოგადოებას, საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ზიზღით, ძალადობით მოუგზავნა უმრავი რაოდენობა პოლიციელების და პრაქტიკულად დაარბია ეს ხალხი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ითხოვდნენ სასწრაფოს და არანაირი რეაგირება არ იყო, ეს იყო ის სისასტიკე, რაც დაგვიანონსა ღარიბაშვილის ხელით ივანიშვილმა.

ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ვართ ერთიანები, მშვიდები, პრინციპულები და ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას. დღეს, კანცელარიასთან, 15:00-ზე ველოდებით ყველას. ჩვენ უკვე იქ გადავინაცვლებთ და ყველა მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ის ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც თავს ესხმის ივანიშვილი, ველოდებით კანცელარიასთან" - თქვა ხოშტარიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები