პოლიტიკა

გია ვოლსკი - სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს

23.02.21 14:00


სახალხო დამცველი არის „ნაცდამცველი", რა სახელწოდებასაც ის მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოიშორებს, ­- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას.

 

ვოლსკი ლომჯარიას მოუწოდებს, დაფიქრდეს და ვითარებას სამართლებრივი შეფასებები მისცეს.

 

„სჯობს, ნინო ლომჯარიამ ემოციურ შეძახილებს თავი დაანებოს და ვითარება სამართლებრივად შეაფასოს, რამდენად დაცული იყო ადამიანის უფლებები, როცა ნიკა მელიას აკავებდნენ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ ძალას. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ამაზეც კი შეუძლია იმსჯელოს, მაგრამ რა იყო სამარცხვინო მე უკეთ ვიცი! სამარცხვინოა, როცა ადამიანებს პირდაპირ ეთერში დედას აგინებენ, პრეზიდენტს ისეთი სიტყვებით ამკობენ, მთელი საზოგადოებისთვის არის გამოწვევა და ამაზე სახალხო დამცველი დუმს", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება აუცილებლად მოჰყვება.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები