პოლიტიკა

ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება მოახდინა - დაკავებულია 7 აქტივისტი

02.03.21 11:45


ხმაურია ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება მოახდინა. პოლიციამ ადგილზე 7 აქტივისტი დააკავა.

 

მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მშვიდობიანია, დაძაბულობა მაინც გაღვივდა, რადგან სამართალდამცველები აქციის მონაწილეთა შეძახილებმა გააღიზიანა.


იქ შეკრებილი ადამიანები პარლამენტში შესულ დეპუტატებს ე.წ. "სირცხვილის დერეფანში" "მონებო"-ს შეძახილით აცილებდნენ, რამაც გარკვეული დაძაბული ფონი შექმნა სამართალდამცველების მხრიდან.


აქტივისტების ნაწილი პოლიციამ ადგილიდან გაარიდა, 7 მათგანი კი ამ დროისთვის დაკავებულია.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია, სადაც პარლამენტის პიკეტირება იგეგმებოდა, დილიდან დაიწყო. დილიდანვე ადგილზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები