პოლიტიკა

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს... კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს - კალაძე

02.03.21 14:00


თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინ დესტრუქციული მოქმედებები ოპოზიციურ პარტიებს სასიკეთოდ არ წაადგება. კალაძე მოუწოდებს ოპოზიციურ ერთობას, რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ:

 

"გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ ვსხდებით, მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

 

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა.

 

უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ მგონია, რომ ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების ჩართულობის გარეშე არ შეეძლოთ სალაპარაკოდ მაგიდასთან დაჯდომა.

 

ბრიუსელში გზავნილი იქნება ის, რომ სრული მზაობაა, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომ დიალოგი დაიწყოს", - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები