პოლიტიკა

შარლ მიშელი: თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი

02.03.21 15:00


ევროკავშირი და მათ შორის პირადად მეც შეშფოთებული ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისითა და პოლარიზაციით. ამის მიუხედავად, დღეს მე თითოეული პოლიტიკური აქტორისგან ვიგრძენი სურვილი იმისა, რომ დაიწყონ დიალოგი, წინ გადადგან ნაბიჯი და იპოვონ გამოსავალი შექმნილი რთული ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Facebook-ზე წერს.

 

მისივე თქმით, მხარეებთან შეხვედრის შემდეგ, მან თითოეული მათგანი შეხვედრაზე მიიწვია, რაც მაგიდის გარშემო მსხდარ მხარეებს შორის სპონტანურ და ღია დებატებში გადაიზარდა.

 

ევროკავშირის პრიორიტეტი ყოველთვის იყო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით კიდევ გვაქვს სამუშაო. დღეს ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. გადავწყვიტე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში, მარტის შუა რიცხვებში ჩავატარო. ეს იქნება შეხვედრა, სადაც განვიხილავთ იმ პროგრესს, რომელიც სხვადასხვა რთული საკითხის გადაწყვეტის მხრივ იქნა მიღწეული. დიდი მადლობა საქართველო ასეთი თბილი მიღებისთვის“, - წერს შარლ მიშელი Facebook-ზე.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, გაიმართა ოპოზიციასთან შეხვედრა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები