პოლიტიკა

ადმინისტრაცია გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

03.03.21 10:15


პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი თანამდებობიდან გადადგა.


"მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ გახარიას ნდობისა და იმ მუშაობისთვის, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთობლივად გავწიეთ", - აცხადებს აქიაშვილი ფორმულასთან.

 

გახარიას გადადგომის შემდეგ თანამდებობები დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ.

 

'ნიუპოსტის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კანცელარიას სხვა თანამშრომლებიც დატოვებენ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები