პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო, რომ მას საქართველოში ვიზიტის დროს ბევრ რამეზე თვალი აეხილა

03.03.21 11:30


ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. რომ ინფორმაცია მათთვის იყოს მიწოდებული ისე, როგორც საჭიროა. ისინი უნდა დავარწმუნოთ, სწორი, თანმიმდევრული ქმედებით ჩვენს სიმართლეში, - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მას სერიოზული საუბარი ლიტველ კოლეგასთან ჰქონდა.

 

„მე მქონდა ძალიან სერიოზული საუბარი ლიტველ კოლეგასთან და შემდეგ საზოგადოებამ იხილა მათი ლიდერების განცხადებები. ყველა პოლიტიკოს თავისი პოზიცია აქვს, რადგან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას მიკუთვნება. ზოგიერთი მონათესავე კავშირშია იგივე ჩვენს ოპოზიციურ პარტიებთან. ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ხელისუფლებებთან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, ინტენსიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, მათთვის სასიამოვნო არ არის ის პროცესები, რასაც უყურებენ, რომ ქუჩაში მიდის.ეს აღქმებზე არის დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. რომ ინფორმაცია მათთვის იყოს მიწოდებული ისე, როგორც საჭიროა.

ისინი უნდა დავარწმუნოთ, ჩვენი სწორი, თანმიმდევრული ქმედებით ჩვენს სიმართლეში. შარლ მიშელი რომ დაბრუნდა, ტვითერზე თუ ფეისბუკზე პოსტი დადო, საქართველოში ვიზიტის დროს ბევრ რამეზე თვალი ამეხილაო“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები