პოლიტიკა
04.03.21 15:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს მარტის ბოლოს განაახლებს. მისი თქმით, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებს.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მარტის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში, დაახლოებით, 70 სამგზავრო ფრენა განხორციელდება, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში კვირის განმავლობაში 200 ფრენა შესრულდება.
„მოგეხსენებათ, რომ პირველი თებერვლიდან ჩვენ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გავაუქმეთ ე.წ ნოტამი ანუ მოვხსენით ყველანაირი შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე, კერძოდ რეგულარულ ფრენებზე.
დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სურათი, რომ თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, Fly Dubai-მ - კვირაში 4 სიხშირით, Air Arabia- მ - კვირაში 2 სიხშირით, ხოლო, მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება Buta Airways-ი, ეს არის ბაქო -თბილისი-ბაქოს რეისი კვირაში 3 სიხშირით, ეს არის „ლოუქოსთერი“ და ასევე, Air Astana და Fly Aristan. ფრენებზე შეზღუდვების მოხსნის შედეგად, ზოგიერთმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე, მაგალითად „თურქეთის ავიახაზებმა“, რომელიც ახორციელებდა რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ამ მომენტისთვის ასრულებს დღეში 2 რეისს. „პეგასუსი“ ფრენებს ახორციელებდა კვირაში მხოლოდ 2 სიხშირით და ამ მომენტისთვის დაფრინავს ყოველდღიურად.
„ყატარის ავიახაზებიც“ გადავიდა ყოველდღიურ რეისებზე კვირაში 4 სიხშირით.
„ვიზეარი“, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, განაახლებს მარტის ბოლოდან ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუ დაბი - ქუთაისი - აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით. მთლიანობაში გვაქვს შემდეგი სურათი, რომ დღევანდელი მდგომარეობით, რეგულარული სამგზავრო ფრენები მარტის განმავლობაში განხორციელდება კვირაში, დაახლოებით, 70 ფრენა სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო დღეს მიღებული განაცხადების მიხედვით, ზაფხულში ეს იქნება 200 ფრენა კვირაში, მაშინ როდესაც თუნდაც გასული წლის აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10-12 სიხშირე კვირაში ანუ 7-ჯერ გაიზრდება ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა,“- განაცხადა თურნავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
16:2019.04.21
-
არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
16:0019.04.21
-
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
15:4019.04.21
-
15:2019.04.21
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21
-
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
16:4016.04.21
-
საქართველოს პრეზიდენტი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ექსპერტთა საბჭოს შექმნას მიესალმება
16:2016.04.21
-
16:0016.04.21