პოლიტიკა
04.03.21 18:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხებიდან COVID 19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს ამ დროისთვის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაც.
აშშ-ს ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
„გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ახლა ჩვენს ქვეყნებში, როგორც ინფექციის მართვის კუთხით, ასევე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება.
საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით.
ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს.
საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის.
სულ ახლახანს გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ,“ - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 280
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
17:2019.04.21
-
იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ელჩს თანამშრომლობის სფეროში ახალი ინიციატივები გააცნო
17:0019.04.21
-
სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიწყალებს გიორგი რურუას
16:4019.04.21
-
16:2019.04.21
-
არჩილ თალაკვაძესა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
16:0019.04.21
-
„გირჩმა“ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა
15:4019.04.21
-
15:2019.04.21
-
კარლ ჰარცელი: ვფიქრობ, მატარებელი მოძრაობს და ეს კარგია
15:0019.04.21
-
14:4019.04.21
-
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
14:2019.04.21
-
14:0019.04.21
-
13:4019.04.21
-
13:2019.04.21
-
დროა, ოპოზიცია გაერთიანდეს და თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია წარადგინოს - უგულავა
13:0019.04.21
-
„ვფიქრობთ, შეთანხმების ახალი ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ“ - გიორგი ვაშაძე
12:4019.04.21
-
„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნდობის 40%-იანი მაჩვენებლის გაზრდაზე გუნდთან დავიწყოთ განხილვა
12:2019.04.21
-
ნიკა მელია - მორალურად გავძლიერდი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრად ენერგიული ვიქნები
12:0019.04.21
-
11:4519.04.21
-
11:3019.04.21
-
11:1519.04.21
-
დღეს, რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება
11:1519.04.21
-
11:0019.04.21
-
10:4519.04.21
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
10:3019.04.21
-
უკრაინაში ქართველი სამხედრო დაიღუპა
10:1519.04.21
-
საქართველოსთვის კომპრომისებზე წასვლა სიძლიერეა - ვიოლა ფონ კრამონი
10:0019.04.21
-
„ბინძური ბომბი“ ქუთაისთან, სომხეთის „ბირთვული ზესახელმწიფოდან"
22:4518.04.21
-
თურქეთის მთა აღრიდაღი (არარატი) და „მხატვარ“ არმენ სარგსიანის პროვოკაცია საქართველოში ვიზიტის დროს
22:3018.04.21
-
რუსეთმა უნდა გამოიხმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთი საქართველოა!
22:0018.04.21
-
საქართველოს დაშლა პროვოკატორი ჯამბაზის შალვა ნათელაშვილისთვის „ამოცანაა“
20:1017.04.21
-
ვაჰაგან ჩახალიანი და „ჯავახკი“ სეპარატისტები სომხეთში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
19:5017.04.21
-
”შეუერთდით რუსეთს და მიეცით მიწა სომხებს” - ამიტომ იბრძოდნენ აფხაზები ქართველებთან
19:3017.04.21
-
არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული
18:0016.04.21
-
17:4016.04.21
-
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4363 ლარი გახდა
17:2016.04.21
-
17:0016.04.21