პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება

05.03.21 13:00


აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე წერს.

 

„განსაკუთრებით ვაფასებთ აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებისადმი, ისევე როგორც ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - წერს დავით ზალკალიანი.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი 4 მარტს, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომლის დროსაც სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული.

 

მათივე ცნობით, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ოსტინ ლოიდმა Twitter-ს მეშვეობით აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების სფეროში საერთო მიზნების მიღწევის ერთგულია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები