პოლიტიკა
08.03.21 11:00
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან, ჯიჰან სულთანოღლუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გაერო-ს ჩართულობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს როლის, ასევე აფხაზეთის რეგიონში მისი ჰუმანიტარული საქმიანობის მნიშვნელობაზე. აღნიშნულ კონტექსტში მხარეებმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს.
„ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება, რომელიც „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად კიდევ უფრო დამძიმდა.
სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველესად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობისა და რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობას, ყველა უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
ხაზგასმით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის წმინდა ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროება. ამასთან, მხარეებმა გამოთქვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის უპირობო აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების მნიშვნელობა, ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების თვალსაზირით.
სახელმწიფო მინისტრმა გაერო-ს თანათავმჯდომარეს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შედეგები და სამომავლო ხედვები, რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების და ამასთან, ხელოვნურად გაყოფილ მოსახლეობას შორის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობას.
ამ კუთხით, გაერო-ს წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა და მიესალმა საქართველოს ძალისხმევას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესში.
მხარეები ამ და სხვა მიმართულებებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24