პოლიტიკა

1000 მშობლის მარში - საპროტესტო აქცია ათ ქალაქში

08.03.21 12:40


ქვეყანაში არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით დღეს 17:00 საათზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქცია "ათასი მშობლის მარშია" დაგეგმილი. დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა ვარდების მოედნიდან კანცელარიის მიმართულებით გაიმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან პედოფილის შემთხვევებზე რეაგირებას ითხოვენ. მათი განცხადებით, საჭიროს გარკვეული რეფორმა, რომელიც ძალადობის პრევენციისთვის გატარდება.


"ათასი მშობლის მარში, რომელიც 10 ქალაქში გაიმართება დღეს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ ხელისუფლებას, რომ თუ ის არ იმოქმედებს სწრაფად და ეფექტურად ასეთი ტრაგედიები ისევ განმეორდება", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები