პოლიტიკა
08.03.21 13:00
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 მარტის სხდომაზე წარედგინება. ამის შემდეგ კანონპროექტის განხილვის პროცესი კომიტეტებში დაიწყება.
„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: - შალვა პაპუაშვილი, ლევან იოსელიანი, ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, კახა კუჭავა, ნიკოლოზ სამხარაძე, ავთანდილ ენუქიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ჩიქოვანი.
„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები შემდეგ სიახლეს ითვალისწინებს:
საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი იზრდება. კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი - ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი იქნება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე - ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტდება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, პრინციპით - ერთი პარტია ერთი წევრი.
ამასთან, ცესკოსა და საოლქო კომისიებში წევრებს პარტიები შემდეგ შემთხვევაში დანიშნავენ: - თუ პარტიას პარლამენტის წევრის მანდატი მიეკუთვნა და ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.
კანონპროექტით, ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა ინერგება.
იკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა და საოლქო კომისიების მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის გარეშე.
მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი, 73 საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხუთ-ხუთი უბანი გამოვლინდება, რომელიც გადაითვლება.
ინიციატორთა განმარტებით, საერთო ჯამში არჩევნებზე 365 უბანი გადაითვლება, რაც უბნების საერთო რაოდენობის 10% წარმოადგენს.
იზრდება საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები. შესაძლებელი გახდება სარჩელის ელექტრონული ფორმით შეტანა.
ასევე, შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის გასაჩივრება სასამართლოში.
აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიან რადიუსში ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, ვისაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალება.
იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24
-
11:2016.05.24
-
თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა
11:0016.05.24
-
10:3016.05.24
-
10:0016.05.24
-
პრეზიდენტი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
18:0015.05.24
-
ნიკა გვარამია - რეჟიმი გაბზარულია
17:1515.05.24
-
16:4715.05.24
-
საფრანგეთის ელჩი საქართველოში - ევროკავშირი მზად არის საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს
16:2115.05.24
-
სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით
16:0015.05.24
-
15:3515.05.24
-
დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას
15:0715.05.24
-
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი შესაძლოა გაუქმდეს ხალხის სრული ფიზიკური არყოფნის გამო
14:4515.05.24
-
14:2815.05.24
-
13:5715.05.24
-
13:2415.05.24
-
გურამ მაჭარაშვილი - უცხოური ძალა არსებობს, რომელსაც საქართველო ქართველების გარეშე უნდა
12:4215.05.24