პოლიტიკა

ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი, რომ რუსი ჯარისკაცები ქართველ ტყვეებში გაეცვალა - დავით ქაცარავა

08.03.21 13:40


საქართველოს კონტროლირებად ტერიოტორიაზე გადმოსული რუსი ჯარისკაცების გათავისუფლებას ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სამარცხვინო ფაქტს უწოდებს. მისი თქმით, ხელისუფლებას შეეძლო, ოკუპანტი სამხედროები ქართველ ტყვეებში გაეცვალა, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენა:


"გუშინდელი ინციდენტი არის სამარცხვინო, პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლებისთვის, ვინაიდან ოკუპანტების დაჭერის შემდეგ რასაც ჩვენ ყველა მივესალმეთ, სამწუხაროდ მოხდა ფაქტობრივად, ეგრევე გაშვება და გადაცემა საოკუპაციო რეჟიმისთვის. ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი იმისათვის, რომ შემდგომში ეს ოკუპანტები გაეცვალა ჩვენს ტყვეებში, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფებიან უკვე წლებია. გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს არამხოლოდ თავის კონტროლირებად ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს, რუსეთზეა პირველ რიგში საუბარი. არამედ უკვე ეფექტური კონტროლი ხორციელდება არაოკუპირებულ ნაწილშიც", - განაცხადა ქაცარავამ..

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე ინციდენტი აღკვეთეს და რუსი ჯარისკაცების განეიტრალება მოხდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქის გატაცებას ცდილობდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთში პოლიციამ ორი რუსი ჯარისკაცი მაშინ დააკავა, როდესაც ისინი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ერთ-ერთ მოქალაქეს დაედევნენ.

სამართალდამცველებმა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები მალევე გაათავისუფლეს.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები