პოლიტიკა

მიშელი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შუამავლობისთვის პირად წარმომადგენელს გზავნის

09.03.21 10:00


ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით,საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონს პირადი წარმომადგენლის სახით გზავნის.


საქართველოში არსებული ამჟამინდელი პოლიტიკური დაძაბულობის დაძლევის მიზნით დანიელსონი იშუამდგომლებს პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში.

 

დანიელსონი საქართველოში მყოფ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად იმუშავებს.

 

ბატონი დანიელსონი მხარეებთან შესახვედრად საქართველოს რამდენიმე დღეში ეწვევა.

 

პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ყოველ პოლიტიკურ სუბიექტს დიალოგში მთელი მონდომებით ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რათა ისინი ორმხრივ შეთნხმებამდე მივიდნენ, რაც სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოსთვის პრო-ევროპულ გზაზე წარმატებით სვლისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები