პოლიტიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

09.03.21 10:15


გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. 


ცნობილია, რომ განაჩენის გამოცხადებას დღეს გიორგი შაქარაშვილის დედა და მისი მეგობრებიც დაესწრებიან. შაქარაშვილის დედა საქმეზე ერთხელ არის დაკითხული. ამ შემთხვევის გარდა, ის სასამართლო სხდომებზე არც ერთხელ ყოფილა.

 

ბრალდების მხარის მტკიცებით, დაკავებულმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელს ჯერ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

 

დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ სასამართლოს არ გააჩნია მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები