პოლიტიკა

კატასტროფა იქნება, თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს - ევროპარლამენტარი მიშელის შეთავაზებაზე

09.03.21 11:00


ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნებისთვის კატასტროფა იქნება, თუ საქართველო შარლ მიშელის შეთავაზებას არ გამოიყენებს.


მის ინტერვიუს და თარგმანს ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

 

"კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არა მხოლოდ საქართველოსთვის-არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ამ ლიდერობის გარეშე სხვა ქვეყნებისთვის გართულდება მათი მიზნების მიღწევა. ასე რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან", - განუცხადა მან ფორმულასთან.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები