პოლიტიკა

სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება - ჭიჭინაძე

09.03.21 11:15


ტრიბუნას ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, სანამ ნიკა მელია საპატიმროს არ დატოვებს, მოლაპარაკების რაიმე ფორმატში განხილვა დაუშვებელია. მისი შეფასებით, მელიას პატიმრობის პერიოდში დიალოგის გამართვა გაუაზრებელი კომპრომისი იქნება:


"სანამ ოპოზიცია იმაზე მსჯელობს, ღაიბაშვილთან დავსხდეთ თუ არა სასაუბროდ, მე მიმაჩნია, რომ სანამ ნიკა მელია არ გამოვა, არანაირ ფორმატში მოლაპარაკების განხილვაც კი არ შეიძლება.

 

რადგან იმ მაგიდასთან პირველი სწორედ მელია უნდა იჯდეს!

 

სხვა შემთხვევაში ეს იქნება შერჩენა და მორიგი გაუაზრებელი კომპრომისი.

 

მითუმეტეს, ოპოზიცია უკვე იმდენჯერ წავიდა კომპრომისზე, რომ „ოცნების“ ხელისუფლებისთვის დაუსჯელობის სინდრომი ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

 

თუმცა „ქართულმა ოცნებამ იმდენად ამოწურა როგორც ფინანსური, ისე მატერიალური რესურსი, ოპოზიცია საერთოდ რომ არ არსებობდეს, „ოცნება“ ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩება, მათ საქართველოს მოსახლეობისთვის შესათავაზებელიც კი აღარაფერი აქვთ" - განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები