პოლიტიკა

„ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია“- სალომე ზურაბიშვილი

09.03.21 11:30


„ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისის მისაღწევად. გარწმუნებთ, რომ ამ კრიზისის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა BBC -სთან ინტერვიუში.


საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა.

 

იგი მოუწოდებს მმართველს გუნდსა და ოპოზიციას შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი.

 

„ მხარს რასაც ვუჭერ ესაა კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკელაცია. ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისის მისაღწევად.

 

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა მეტად მივმართავ მმართველ გუნდს, რადგან ის მეტადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაანეიტრალოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბილიზაციის სცენარები.

 

ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მე კი ამის ნამდვილად მჯერა. არ მგონია, რომ კრიზისი ამას ხელს შეუშალოს.

 

საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია. ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტია, რომელმაც ამ კრიზისის მოგვარების შუამავლობა იკისრა.

ამ საკითზე მანამდე აქტიურად მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები.

 

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაჟღერებული კრიტიკის მიუხედავად, საქართველო არის რეგიონში ყველაზე წარმატებული, მეტად დემოკრატიული, სტაბილური ქვეყანა და მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისის მოგვარებაში.

 

გარწმუნებთ, რომ ამ კრიზისის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები