პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი ან ინტერესი არ გააჩნიათ

09.03.21 17:00


ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი ან ინტერესი არ გააჩნიათ, მათზე მრავლობითში არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა” მართავს და პრაქტიკულად, მას, მთავარი ამოცანის შესასრულებლად, ყველა დაექვემდებარა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

„მათი მთავარი ამოცანა ქვეყანაში დესტაბილიზაციაა, მაგრამ ამას წინ აღუდგა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და პოზიცია, რაც თუნდაც მათ მიერ ნაქებ NDI-ს კვლევებშიც ჩანს და ამ ყველაფერმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. მხოლოდ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები