პოლიტიკა

იმედი მაქვს, ივანიშვილი დიპლომატების მოწოდებებს გაითვალისწინებს და ნიკა მელიას გაათავისუფლებს - ბოკუჩავა

09.03.21 17:40


ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ ივანიშვილი ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ დიპლომატების მოწოდებებს გაითვალიწინებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მეგობრები იძულებულები გახდებიან, კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდნენ:


"იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი კი არ მოისმენს იმ ბოდვას, რომელსაც ვისმენთ სხვადასხვა ქართული ოცნების წარმომადგენლისგან, მათ შორის თეა წულუკიანისგან, არამედ შეისმენს იმ კონკრეტულ მოწოდებებს, რომლებსაც აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. იმიტომ რომ სხვაგვარად, საქართველოს მეგობრები იძულებული იქნებიან, რომ მოწოდებებიდან გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ხოლო აღნიშნული შეიძლება ძალიან ძვრად დაუჯდეს პერსონალურად ივანიშვილს", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები