პოლიტიკა

"მელია უნდა გათავისუფლდეს! რაც მთავრობამ გააკეთა, ენმ-ს ოფისის შტურმი და ოპოზიციის ლიდერის დაკავება,დიდი და მიუღებელი ესკალაციაა..."- ბრაიზა

12.03.21 11:45


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და მთავრობამ მსგავსი ტიპის ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს, თუ სურს, რომ ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია მოხდეს.


საკითხზე ბრაიზამ "სამხერთ კავკასია და დასაველთი" ისაუბრა.

 

"რაც მთავრობამ გააკეთა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის შტურმი და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება, არის დიდი და მიუღებელი ესკალაცია. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და ასეთი ქცევა უნდა შეწყდეს, თუ გვინდა, რომ საქართველოში პროგრესი და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გაგრძელდეს.

 

ბალანსი, რომელიც უნდა დავიცვათ, არის ის, რომ გავუგზავნოთ ეს გზავნილი საქართველოს მთავრობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოთი კვლავ აღტაცებული ვართ, გვიყვარს ის და გვსურს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ტრანსატლანტიკურ ოჯახში, ვფიქრობ, საქართველო ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან ის კომპეტენტურია, თუმცა ეს ჩემი საქმე აღარაა. ეს მესიჯი უნდა გავგზავნოთ", - თქვა მეთიუ ბრაიზამ.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები